ქუთაისის საკრებულო ელექტრონული მმართველობის ახალ ავტომატიზებულ სისტემაზე გადადის, საკრებულოს საორგანიზაციო და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსმა ლევან გოგელაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელმა თემურ ჯვარშეიშვილმა და მთავარმა სპეციალისტმა საკადრო საკითხებში ეკატერინე ნიკიფმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პრეზენტაცია გამართეს. „ეს პროექტი თავისი მნიშვნელობით იმდენად სასარგებლო არის მმართველობის უფრო ეფექტურად განხორციელებისთვის, რომ ფაქტიურად თავისუფლდება ძალიან დიდი შრომა. პირველი სამუშაოები გასაწევია ინფორმაციის შეყვანის კუთხით, შემდეგ უფრო მარტივია ადამიანური რესურსების მართვა“, – განაცხადა საორგანიზციო და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსმა ლევან გოგელაშვილმა.
ქუთაისის საკრებულო ელექტრონული მმართველობის ავტომატიზებულ სისტემაზე გადადის
10 მარტი, 2015 • ანა ჯიქია • 18
ახალი სისტემის პრეზენტაცია დღეს ჟურნალისტებისათვის გაიმართა.
თეგები: ელექტრონული სისტემა • საკრებულო • ქუთაისი
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები