შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

საბერძნეთში ქართველების 11 კაციანი ჯგუფი დააკავეს

11 მარტი, 2015 • ნიუპრესი • 111

საბერძნეთში ქართველების 11 კაციანი ჯგუფი დააკავეს

ჯგუფის წევრები ყაჩაღობაში და ძარცვაში არიან მხილებული

საბერძნეთში, სამართალდამცავებმა ქართველების 11 კაციანი დანაშაულებრივი ჯგუფი გამოავლინეს. ჯგუფის წევრები ყაჩაღობაში და ძარცვაში არიან მხილებული.

ბოროტმოქმედები ატიკის რაიონის კერძო სახლებს სისტემატიურად ძარცვავდნენ. დანაშაულებრივ ჯგუფში იყვნენ ქალები, რომლებიც შინამოსამსახურეებად მუშაობდნენ და ქურდებს სახლის მფლობელების მდებარეობის შესახებ აწვდიდნენ ინფორმაციას. ძირითადად, ისინი მოხუცი ადამიანების სახლებს ძარცვავდნენ.

პოლიცია ადგილობრივებს მოუწოდებს, დასახელებული პირების მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენის შესახებ დამატებითი ინფორმაცია სამართალდამცავ ორგანოებს მიაწოდონ.

თეგები: საბერძნეთიყაჩაღობაძარცვა