ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

პარლამენტში რიგგარეშე სხდომა შესაძლოა ჩაიშალოს

13 მარტი, 2015 • ანა ჯიქია • 26

პარლამენტში რიგგარეშე სხდომა შესაძლოა ჩაიშალოს

პარლამენტში მმართველი კოალიციის წევრები არ გამოჩენილან.

12 საათზე პარლამენტში ეკონომიკური კრიზისის შესახებ საგანგებო სხდომა უნდა დაწყებულიყო, მაგრამ საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის თავმჯდომარე და მმართველი კოალიციის სხვა დეპუტატები არ გამოჩენილან.

სხდომის დარბაზში “ნაციონალური მოძრაობის”, “თავისუფალი დემოკრატების” წევრები შეიკრიბნენ. პარლამენტში იმყოფება მურმან დუმბაძე.

რიგგარეშე სხდომის წაყვანა დავით უსუფაშვილმის ნაცვლად ვიცე-სპიკერ ზვიად ძიძიგურს დაევალა, მაგრამ დეპუტატი პარლამეტის შენობაში არ გამოჩენილა.

პარლამენტში რიგგარეშე სხდომა შესაძლოა უკვე მეორედ, კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალოს.

სხდომა პრეზიდენტის გადაწყვეტილებითაა დანიშნული.

თეგები: პარლამენტიპრეზიდენტისხდომა