შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

პატიმარმა ოთარ აფრიდონიძემ რვადღიანი შიმშილობა შეწყვიტა

13 მარტი, 2015 • გიგა გელხვიიძე • 44

პატიმარმა ოთარ აფრიდონიძემ რვადღიანი შიმშილობა შეწყვიტა

ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო იუწყება.

გავრცელებულ ინფრომაციას იმის შესახებ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქუთაის #2 დაწესებულების პატიმარმა ოთარ აფრიდონიძემ, შიმშილობის პარალელურად მაგიდაზე ხელები მიიჭედა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში არ ადასტურებენ. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პრესსამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, პატიმარი შიმშილობდა, თუმცა მას მაგიდაზე ხელი არ მიუჭედებია. ,,5-დან 12 მარტამდე ის შიმშილობდა და ამასთან ერთად ხელში მავთული ჰქონდა გაყრილი. ამ დროისთვის აფრიდონიძეს შეწყვეტილი აქვს შიმშილობაც და ზემოთხსენებული მავთული გამოღებული აქვს ხელიდან”, – აცხადებენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პრესსამსახურში. შეგახსენებთ, აფრიდონიძის მთავარი მოთხოვნა მისი საქმის გადახედვა და სამართლიანი განაჩენის გამოტანა იყო. მისი თქმით, ის სასჯელს სხვისი დანაშაულისთვის იხდის.

თეგები: ავთო აფრიდონიძეპატიმრებიშიმშილობა