ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

პედაგოგებს ნარჩენების მართვის თანამედროვე მეთოდები გააცნეს

13 მარტი, 2015 • ანა ჯიქია • 26

პედაგოგებს ნარჩენების მართვის თანამედროვე მეთოდები გააცნეს

პროექტს ქუთაისის მერია ახორციელებს.

პედაგოგებს ნარჩენების მართვის თანამედროვე მეთოდები გააცნეს. მათთვის ტრენინგ-სემინარი თემაზე:”ნარჩენების მართვის ინოვაციური მეთოდები და თანამედროვე მიდგომები” გაიმართა. ტრენინგი პროქტის ” ნარჩენების მართვის ინოვაციური მეთოდების დანერგვა საქართველოს, მოლდოვასა და სომხეთის შერჩეულ ქალაქებში” ფარგლებში გაიმართა. იგი გარემოსა და მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. “ნარჩენების მართვა აქტუალურია ჩვენი ქვეყნისათვის. პროექტი ქუთაისში მეორე წელია ხორციელდება, ეს საკითხები დაკავშირებულია ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებასთან ნარჩენების მართვის სფეროში”,- განაცხადა პროექტის კოორდინატორმა ქეთევან ცხაკაიამ. პედაგოგები მიღებულ ინფორმაციას მოსწავლეებს გაუზიარებენ. პროექტს ქუთაისის მერია იმერეთის მეცნიერთა კავშირის “სპექტრი” პარტნიორობით და ევროკავშირის შავი ზღვის ქვეყნების პროგრამის მხარდაჭერით ახორციელებს.

თეგები: ნარჩენების მართვატრენინგიქუთაისი