შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ინციდენტი ბათუმში

14 მარტი, 2015 • გიგა გელხვიიძე • 22

ინციდენტი ბათუმში

ბათუმში ,,ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატს კვერცხები დაუშინეს.

ბათუმში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატ პეტრე ზამბახიძეს კვერცხები დაუშინეს. მერაბ ღოღობერიძე, გიორგი თუშმალიშვილი და კიდევ რამდენიმე პირი ოფისში შეიჭრნენ და დეპუტატს ვიცე სპიკერის პოსტზე ჯემალ ფუტკარაძისათვის მხარდაჭერის გამო დაუპირისპირდნენ.

ზამბახიძის განცხადებით, აღნიშნული ქმედება ხელისუფლების მხრიდან არის პროვოცირებული.

,,ეს დაჯგუფება ცდილობს, რომ განსხვავებულ აზრს ებრძოლოს. ესენი არიან “ქართული ოცნების” აქტივისტები. მე მოვუწოდებ არჩილ ხაბაძეს, ავთანდილ ბერიძეს და ყველას – გონს მოეგონ. ის ქმედებები, რასაც განახორციელებენ ქართული მედიის, არასამთავრობო სექტორისა და დამოუკიდებელი ოპოზიციის წინააღმდეგ ბუმერანგივით დაუბრუნდება მათ“,- განაცხადა ზამბახიძემ.

თეგები: ბათუმიპეტრე ზამბახიძეუმაღლესი საბჭო