მარტი 15, 2015

გადაცემის “20/30” პირველი სტუმარი ბიძინა ივანიშვილი იქნება

გადაცემა “20/30”- დღეს GDS-ის ეთერში გავა, მისი პირველი სტუმარი ყოფილი პრემიერ-მინისტრი, “საზოგადოება 20/30”-ის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი იქნება. პირველ გადაცემაში, “საზოგადოება 20/30”- ის დამფუძნებელთან ერთად წევრებიც იქნებიან მიწვეული: ჟურნალისტი ქეთი ჩოხელი და ეკონომისტი ნოდარ ჭიჭინაძე.
“გადაცემას, რომელიც ეთერში ყოველ დღე, შაბათის გარდა გავა, მაკა ცინცაძე წაიყვანს, კვირის 20/30-ის წამყვანი კი არჩილ გამზარდია იქნება. რაც შეეხება თემებს, გადაცემის პროდიუსერის ბესიკ კურტანიძის ინფორმაციით, პირველ ნაწილში “საზოგადოება 20/30”-ის წარდგენა მოხდება და საუბარი გაიმართება იმის შესახებ, თუ რა ფუნქციით და მიზნით დაფუძნდა ის, მეორე ნაწილში კი მაყურებლებისთვის შეთავაზებული იქნება აღნიშნული საზოგადოების ხედვა ქვეყნის განვითარების შესახებ.
გადაცემა “20/30” ეთერში 20:30 საათზე გავა.