ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

რა ქონებას ფლობს იმერეთის გუბერნატორი?

15 მარტი, 2015 • თინათინ გურგენიძე • 22

რა ქონებას ფლობს იმერეთის გუბერნატორი?

გივი ჭიჭინაძის მიერ შევსებული ბოლო დეკლარაცია 2014 წლით თარიღდება.

იმერეთის გუბერნატორის, გივი ჭიჭინაძის მიერ 2014 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით მისი ქონებრივი მდგომარეობა ასე გამოიყურება: ის თბილისში, ვაჟა-ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის ქუჩებზე მდებარე ორ – 57,00 კვ.მ და 150 კვ.მ. ბინას ფლობს. ჭიჭინაძე ასევე ადიგენის რაიონში, დაბა აბასთუმანში მდებარე მიწის ნაკვეთის 100%-იანი წილის და ამავე რაიონში რუსთაველის ქუჩაზე 30,00 კვ.მ ფართობის ბინის მფლობელია.
ის 50 პროცენტიანი წილის მფლობელია ამბროლაურის რაიონის, სოფელ ქვემო თლუღში მდებარე საცხოვრებელი სახლის, რომლის ფართობის 160.00 კვ.მ ია. ამავე დეკლარაციაში ვკითხულობთ, გივი ჭიჭინაძე ფლობს ავტომობილს grand vitara. დეკლარაციის შევსებისას მის სახელფასო ანგარიშზე 0.00 ლარი ირიცხებოდა.

იმერეთის გუბერნატორად დანიშვნამდე გივი ჭიჭინაძეს თბილისში, ვაკის რაიონის გამგებლის თანამდებობა ეჭირა.

თეგები: გივი ჭიჭინაძედეკლარაციაიმერეთის გუბერნატორი