შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

რას შეეწირა აკაკი ბობოხიძის რძლის სამსახური?

17 მარტი, 2015 • გიგა გელხვიიძე • 38

რას შეეწირა აკაკი ბობოხიძის რძლის სამსახური?

ხათუნა ბახტაძემ სამსახურში აღდგენის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა.

ხონის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის თანამდებობა ვაკანტურია. ამ პოსტიდან გათავისუფლებული ხათუნა ბახტაძის ადვოკატის, რობიზონ ხურცილავას განცხადებით, ხათუნა ბახტაძის სამსახური ხონში ,,ქართული ოცნების” და ,,ნაციონალური მოძრაობას” შორის დაპირისპირებას შეეწირა. დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ ბახტაძემ სარჩელი სამტრედიის რაიონულ სასამართლოში შეიტანა. ბახტაძის ადვოკატის განცხადებით, მას იმედი აქვს, რომ სასამართლო ობიექტურად განიხილავს სარჩელს და მისი დაცვის ქვეშ მყოფის უფლებებს აღადგენს.

თეგები: აკაკი ბობოხიძეხათუნა ბახტაძეხონი