ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

სოსო მაკარიძე სამხედრო პატივით დაკრძალეს (ვიდეო)

17 მარტი, 2015 • ნიუპრესი • 22

სოსო მაკარიძე სამხედრო პატივით დაკრძალეს (ვიდეო)

დაღუპულის ოჯახს თანაგრძნობა თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ გამოუცხადა.

ამერიკაში დაღუპული ქართველი კურსანტის, სოსო მაკარიძის ოჯახს თერჯოლაში თანაგრძნობა თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ და თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ გამოუცხადეს. დაღუპული კურსანტი თერჯოლაში დღეს სამხედრო პატივით დაკრძალეს. სოსო მაკარიძე და ბესარიონ გორჯოლაძე ნიუ-ჯერსის შტატში მომხდარი ავტოავარიის შედეგად 7 მარტს დაიღუპნენ.
ბესარიონ გორჯოლაძე მის მშობლიურ სოფელში 15 მარტს დაკრძალეს.

თეგები: ირაკლი ალასანიამინდია ჯანელიძესოსო მაკარიძე