შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

შსს-მ 159 აბი ე.წ. „ბიო“ ამოიღო

18 მარტი, 2015 • ნიუპრესი • 23

შსს-მ 159 აბი ე.წ. „ბიო“ ამოიღო

ფსიქოაქტიური ნივთიერების და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში მამა-შვილი დააკავეს.

ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში მამა-შვილი – 1971 წელს დაბადებული ლევან რ. და 1991 წელს დაბადებული ლუკა რ. დააკავეს. სამართალდამცველებმა ლუკა რ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას 110 აბი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 36,3 გრ ტრიპტამინის ნაერთთა კლასს შეიცავს, ასევე ამოღებულია 18,8388 გრ კანაფის ფისი და 2,5681 გრ გამომშრალი მარიხუანა. ლევან რ-ს პირადი ჩხრეკისას ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების შემცველი 49 აბი ამოიღეს, რომელიც 2,3048 გრ ფენეთილამინის ნაერთთა კლასს შეიცავს. ნარკოლოგიური შემოწმებით, ორივე დაკავებულს მარიხუანის მოხმარების ფაქტი დაუდგინდათ. გამოძიება ლევან რ-ს მიმართ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის, ხოლო ლუკა რ-ს მიმართ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილით და 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

თეგები: ბიომარიხუანანარკოტიკები