ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის ოპერისა და ბალეტის თეატრის მსახიობები და ორკესტრის წარმომადგენლები პერმანენტულ აქციებს განაგრძობენ. ქუთაისის ცენტრალურ ბაღში დღეს გამართულ აქციაზე 30-მდე ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტზე ლაშა ნიქაბაძის კანდიდატურის განხილვას და მის აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნას მოითხოვდნენ. ,,როდესაც ქალაქს ლაშა ნიქაბაძის სახით ასეთი ვარსკვლავი ყავს, ადამიანი, რომელსაც შეუძლია ჩვენი უფსკრულში გადაჩეხილი თეატრის კიდევ ერთხელ გაცოცხლება, ასეთ ადამიანს იქეთ უნდა ეხვეწებოდნენ, რომ მიხედოს თეატრს”, – განაცხადა თეატრის თანამშრომელმა ნათელა ჩანქსელიანმა. თანამშრომლების განცხადებით, ირინა ლომინაძის კანდიდატურა, რომელიც ამჟამად სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტზე განიხილება, მათთვის მიუღებელია. მათივე თქმით, ლომინაძეს ქალაქის მერი, შოთა მურღულია ლობირებს. აქციის მონაწილეებმა ცენტრალური ბაღიდან მერთან აუდიენციის მოთხოვნით, ქუთაისის მერიისკენ გადაინაცვლეს. თავის მხრივ, შეხვედრას დათანხმდა შოთა მურღულიაც, თუმცა საუბარი დახურულ კარს მიღმა წარიმართა და მისი შინაარსი ამ დრომდე უცნობია.
ოპერის თანამშრომლები აქციებს აგრძელებენ
18 მარტი, 2015 • გიგა გელხვიიძე • 28
შოთა მურღულია ოპერის თანამშრომლებს შეხვდა.
თეგები: აქცია • ქუთაისი • შოთა მურღულია
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები