ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

იმერეთს ახალი ვიცე-გუბერნატორი ჰყავს

19 მარტი, 2015 • ანა ჯიქია • 22

იმერეთს ახალი ვიცე-გუბერნატორი ჰყავს

ამ თანამდებობაზე პაატა ნადირაძე დაინიშნა.

გივი ჭიჭინაძემ დღეს ახალი ვიცე გუბერნატორი წარუდგინა: “მას აქვს კარგი გამოცდილება, უამრავ სამსახურში არის ნამუშევარი, იყო პარტიის წარმომადგენელი იმერეთში, იცნობს ყველა რეგიონს და უამრავი პრობლემა ზეპირად იცის”,- განაცხადა იმერეთის გუბერნატორმა. ახლადდანიშნულმა ვიცე გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძეს ნდობისთვის მადლობა გამოუცხადა. “ორჯერ მეტი ენერგიით შევუდგები საქმეს. ჩვენ ვიქნებით ძლიერი გუნდი. მინდა ჩვენი ენერგია მოვახმარო რეგიონს”,- განაცხადა პაატა ნადირაძემ. მან კონკრეტულ გეგმებზე საუბრისაგან თავი შეიკავა. ნადირაძე აქამდე თბილისის საქალაქო ტრანსპორტის სამახურში ადმინისტრაციის უფროსად მუშაობდა. გივი ჭიჭინაძემ გაწული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა ყოფილ ვიცე-გუბერნატორს ალექსანდრე იოსებაშვილს, მან თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება გუბერნატორად გივი ჭიჭინაძის დანიშვნისთანავე დაწერა.

თეგები: გივი ჭიჭინაძეიმერეთის გუბერნიაპაატა ნადირაძე