შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

დღეს მსოფლიო მზის დაბნელებას აკვირდება (ვიდეო)

20 მარტი, 2015 • ნიუპრესი • 27

დღეს მსოფლიო მზის დაბნელებას აკვირდება (ვიდეო)

ბოლო ათი წლის მანძილზე, ევროპაში, ეს პირველი სრული დაბნელებაა.

დღეს მსოფლიო მზის დაბნელების პროცესს ადევნებს თვალს. ამ მოვლენის ნახვა ყველაზე კარგად არტქიკასა და ჩრდილოეთ ევროპაშია შესაძლებელი. ბოლო ათი წლის მანძილზე, ევროპაში, ეს პირველი სრული დაბნელებაა. მასზე დაკვირვება, მხოლოდ სპეციალიზებული სათვალით არის შესაძლებელი. მზის დაბნელებას დედამიწასთან მთვარის მიახლოება იწვევს.

მთვარე დედამიწის ახლო თანამგზავრია, ამიტომ მაშინ როცა მთვარე დედამიწას და მზეს შორის გაივლის, ის იგივე ზომის ჩანს, როგორც მზე.

თეგები: დაბნელებამზემთვარე