შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

საქართველოს უზენაეს სასამართლოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს

20 მარტი, 2015 • გიგა გელხვიიძე • 31

საქართველოს უზენაეს სასამართლოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს

ნინო გვენეტაძე 88 ხმით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ აირჩიეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე არჩეულია. აღნიშნულ თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტში 88 ხმით ნინო გვენეტაძე აირჩიეს. გვენეტაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა წარადგინა. დღესვე პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნმა პარლამენტარებს გვენეტაძის ბიოგრაფიული და პროფესიული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია წარუდგინა.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტს გვენეტაძე ათი წლის ვადით დაიკავებს. აღნიშნულ თანამდებობაზე მან კონსტანტინე კუბლაშვილი ჩაანაცვლა.

თეგები: ნინო გვენეტაძესაქართველოუზენაესი სასამართლო