18 მომხრე და 3 წინააღმდეგი, ხმათა ასეთი გადანაწილებით თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ ავთანდილ ჩუბინიძე აირჩიეს. შეგახსენებთ, თერჯოლის საკრებულო თითქმის სამი თვეა ახალი თავმჯდომარის მოლოდინშია. აღნიშნულ თანამდებობაზე ავთანდილ ჩუბინიძის კანდიდატურა კარგა ხანია განიხილებოდა, თუმცა საკმარისი ხმების არარსებობის გამო მისი არჩევა ვერ ხერხდებოდა. ამ საკითხთან დაკავშირებით თერჯოლელმა “რესპუბლიკელებმა” პარტიის რიგების დროებით დატოვებაც კი მოითხოვეს, რადგან მიიჩნევდნენ, რომ სწორედ საკრებულოში შემავალი ,,რეპუბლიკელები” არ უჭერდნენ მხარს “ქართული ოცნების” კანდიდატურას.
თერჯოლის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს
20 მარტი, 2015 • გიგა გელხვიიძე • 24
თერჯოლის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ავთანდილ ჩუბინიძე დაინიშნა.
თეგები: ავთანდილ ჩუბინიძე • თერჯოლა • ქართული ოცნება
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები