კახეთში, სოფელ ბოდბისხევში მამაკაცმა ცეცხსასროლი იარაღიდან ერთი გასროლით 28 წლის თანამშრომელი ქალი მოკლა, რის შემდეგაც თავი მოიკლა. მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაა აღძრული. ერთ-ერთი ვერსიით, მამაკაცმა ქალს ცოლობა თხოვა, რაზეც უარი მიიღო. ორივე მათგანი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სამხედრო გაწვევის სამსახურში მუშაობდა. ცნობილია, რომ გარდაცვლილ ქალს მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
ტრაგედია სოფელ ბოდბისხევში
20 მარტი, 2015 • იზა მოდებაძე • 19
მამაკაცმა ცეცხსასროლი იარაღიდან ერთი გასროლით 28 წლის თანამშრომელი ქალი მოკლა.
თეგები: ბოდბისხევი • მკვლელობა • ქალი
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები