ტელეწამყვან ინგა გრიგოლიას განცხადებით, მას ხელისუფლებამ კატეგორიულად მოსთხოვა, რომ 21 მარტის აქციის თემა ,,რეაქციაში” არ გაეშუქებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი გადაცემაში მონაწილეობას არ მიიღებდნენ. ტელეწამყვანი იმედოვნებს, რომ ხელისუფლება არ იმოქმედებს 2006 წლის სცენარით, როდესაც სწორედ გადაცემა ,,რეაქციის” ბოიკოტით დაიწყო ცნობილი მოვლენები. “ჩვენ ხელისუფლების მოთხოვნას არ ვემორჩილებით! ვნახოთ გადაიფიქრებს, თუ არა ხელისუფლება იგივე ქმედებას, რაც 2006 წელს ამ სტუდიაში სწორედ ”რეაქციის” ბოიკოტირებით დაიწყო”, – აცხადებს გრიგოლია.
ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ საგანგებო განცხადება გააკეთა
20 მარტი, 2015 • გიგა გელხვიიძე • 23
ვინ აუკრძალა ტელეწამყვანს 21 მარტის აქციის გაშუქება?
თეგები: ინგა გრიგოლია • ნაციონალური მოძრაობა • ქართული ოცნება
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები