შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ოპერის თეატრი მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

23 მარტი, 2015 • ნიუპრესი • 31

ოპერის თეატრი მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

თეატრის პრესსამსახურის განმარტებით, ირინა ლომინაძესა და ნათელა ჩანქსელიანს შორის სიტყვიერი დაპირისპირება არ ყოფილა.

ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის პრესსამსახური ურყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელობის კანდიდატს ირინა ლომინაძესა და გუნდის მსახიობ ნათელა ჩანქსელიანს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ოპერის თეატრის წარმომადგენლის აკაკი ანდღულაძის განმარტებით, სიტყვიერ შელაპარაკებას ნამდვილად ჰპონდა ადგილი გუნდის ორ მსახიობს, ნათელა ჩანქსელიანსა და სალომე გოდუაძეს შორის. მისი თქმით, თეატრის ადმინისტრაცია აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შესაბამის ზომებს მიიღებს. ოპერის თეატრის თანამშრომელი ნათელა ჩანქსელიანი ამ დრომდე კლინიკაში რჩება, მედოკოსების თქმით, ის ხელოვნური სუნთქვაზე იმყოფება.

თეგები: #12ოპერის თეატრი