თერჯოლაში გამგებლის კაბინეტში შეჭრას ცდილობდა ადგილობრივი როსტომ გავაშელაშვილი. თერჯოლის გამგებლის, თემურ ჯაფარიძის განმარტებით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქე დასაქმებას ითხოვდა. ხმამაღალი საუბრის შემდეგ ის დაცვამ გაიყვანა და პოლიციას გადასცა. გამგებლის თქმით, გავაშელაშვილი ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური ორგანიზაციის მხარდამჭერია. გამგეობაში ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს უარყოფენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის მსუბუქად დაზიანებას გულისხმობს.
ინციდენტი თერჯოლის გამგეობაში
23 მარტი, 2015 • ნიუპრესი • 152
მოქალაქე გამგებელთან ფიზიკური დაპირისპირების გამო დააკავეს.
თეგები: დაპირისპირება • თემურ ჯაფარიძე • თერჯოლა
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები