ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

მედეა ვასაძე: ,,მაქვს სურვილი, გამოვიკვლიო ღარიბაშვილის გენეალოგია“

26 მარტი, 2015 • გიგა გელხვიიძე • 26

მედეა ვასაძე: ,,მაქვს სურვილი, გამოვიკვლიო ღარიბაშვილის გენეალოგია“

მედეა ვასაძე პრემიერის მხრიდან სიტყვა მოღალატის ასე ხშირად გამოყენებას არასწორად მიიჩნევს.

დღეს, მედიასთან პრემიერ მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას უმაღლესი საბჭოს დეპუტატი მედეა ვასაძე პასუხობს.

როგორც ვასაძემ ,,ნიუპრესს“ განუცხადა, ბედნიერია, რომ ღარიბაშვილმა მას ქვეყნის მოღალატე არ უწოდა.

,,ამ სიტყვის ასე აქტიურად გამოყენება არასწორია, მითუმეტეს პრემიერ მინისტრისგან. მადლობა ღმერთს, რომ არ მომიხსენიებს ქვეყნის მოღალატედ. ,,ქართული ოცნება“ და საქართველო არა მგონია, რომ იდენტური ცნებები იყოს“ , – განაცხადა ვასაძემ.

ვასაძე სიტყვა „მოღალატის“ ხშირი გამოყენების გამო პრემიერ მინისტრის გენეალოგიის გამოკვლევის სურვილს გამოთქვამს: ,,მე მაქვს სურვილი გამოვიკვლიო ირაკლი ღარიბაშვილის გენეალოგია, იქნებ გვარში დედის, ან მამის მხრიდან ამ სიტყვასთან რაღაც სერიოზული ასოცირდება“, – აცხადებს ვასაძე.

ვასაძის აზრით, საზოგადოება მისი მისამართით ღარიბაშვილის მიერ გამოთქმულ ამ მოსაზრებას არ გაიზიარებს.

შეგახსენებთ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ღარიბაშვილმა აჭარაში ,,ქართული ოცნების“ ყოფილი წარმომადგენლების მისამართით განაცხადა, რომ ისინი ჩვეულებრივი მოღალატეები არიან და პასუხს საზოგაოდების წინაშე აგებენ.

თეგები: აჭარაირაკლი ღარიბაშვილიმედეა ვასაძე