იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ ქუთაისში “ახალგაზრდული ცენტრი” მოინახულა, სადაც გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა. გუბერნატორი ცენტრის მიერ მომზადებულ ღონისძიებას დაესწრო. “დღევანდელი ხელისუფლების პრეროგატივა განათლების ხარისხის სრულყოფაა, აქ სახელმწიფოსა და ბიზნესის ურთიერთობის კარგი მაგალითია წარმოდგენილი. მსგავსი ცენტრები ყველგან უნდა იყოს”,- განაცხადა გივი ჭიჭინაძემ. გუბერნატორის გაოცება “ახალგაზრდულ ცენტრში” ჟურნალისტიკის სკოლის არსებობამ გამოიწვია, “არ ვიცოდი, თუ აქ ჟურნალისტიკის სკოლაც ფუნქციონირებდა, ვუსურვებ მის მოსწავლეებს, წარმატებულები იყვნენ”,- აღნიშნა ჭიჭინაძემ. ახალგაზრდული ცენტრი კულტურულ-საგანმანათლებო კომპლექსია, რომელიც 16 სხვადასხვა დარგის სახელოვნებო და პროფესიულ სასწავლებელს აერთიანებს. დღეის მონაცემებით, იქ 200-მდე ბავშვი სწავლობს.
გივი ჭიჭინაძე:”ხელისუფლების პრეროგატივა განათლების ხარისხის სრულყოფაა”
26 მარტი, 2015 • ანა ჯიქია • 28
იმერეთის გუბერნატორმა ქუთაისში “ახალგაზრდული ცენტრი” მოინახულა.
თეგები: ახალგაზრდული ცენტრი • გივი ჭიჭინაძე • ქუთაისი
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები