შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

რაზე ისაუბრებს პრეზიდენტი პარლამენტში?

31 მარტი, 2015 • ნიუპრესი • 31

რაზე ისაუბრებს პრეზიდენტი პარლამენტში?

გიორგი მარგველაშვილი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში 13:00 წარსდგება.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშილი სიტყვით გამოსვლისას დღეს აქცენტს საქართველოში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე, საერთაშორისო გარემოზე, უსაფრთხოებასა და დემოკრატიული განვითარების პროცესებზე გააკეთებს. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტი მზად არის მონაწილეობა მიიღოს იმ ფორმატში, რომელიც პარლამენტმა საკუთარი უფლებამოსილების თანახმად დაადგინა. პრეზიდენტი ნებისმიერ ფორმატზე, მათ შორის დებატებზეც, თანახმა იყო. პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.

გიორგი მარგველაშვილი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში 13:00 წარსდგება.

თეგები: გიორგი მარგველაშვილიპარლამეტისიტყვით გამოსვლა