ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“სამწუხაროა, რომ ამ საბჭოს ფუნქციონირებას ექმნება ხელოვნური წინაღობა” – გიორგი მარგველაშვილი

31 მარტი, 2015 • ანა ჯიქია • 22

“სამწუხაროა, რომ ამ საბჭოს ფუნქციონირებას ექმნება ხელოვნური წინაღობა” – გიორგი მარგველაშვილი

უშიშროების საბჭოს ფუნქციონირებისათვის შექმნილ ბარიერებზე პრეზიდენტმა ყოველწლიურ მოხსენებაში ისაუბრა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ეროვნული უშიშროების საბჭოს ფუნქციონირებას ხელოვნური წინაღობა ექმნება, ამის შესახებ პრეზიდენტმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
“შარშან, პარლამენტმა გაიზიარა ჩემი ხედვა და ეროვნული უშიშროების საბჭოში გაზარდა პარლამენტის წარმომადგენლობითობა. შესაბამისად, ახალი ეროვნული უშიშროების საბჭო არის უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, სადაც აღმასრულებელ ხელისუფლებას, საკანონმდებლო ხელისუფლებასა და პრეზიდენტს აქვთ შესაძლებლობა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები შეიმუშაონ. სამწუხაროა, რომ ამ საბჭოს ფუნქციონირებას ექმნება ხელოვნური წინაღობა”,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

თეგები: პარლამენტიპრეზიდენტის გამოსვლაუშიშროების საბჭო