ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

საქართველოში უკიდურეს სიღარიბეში 50 ათასამდე ბავშვი ცხოვრობს

31 მარტი, 2015 • ანა ჯიქია • 31

საქართველოში უკიდურეს სიღარიბეში 50 ათასამდე ბავშვი ცხოვრობს

საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას ბავშვთა სიღარიბეზე გაამახვილა ყურადღება.

“საქართველოში უკიდურეს სიღარიბეში 50 ათასამდე ბავშვი ცხოვრობს”-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. განცხადება პრეზიდენტმა იუნისეფის მონაცემებზე დაყრდნობით გააკეთა და ქმედითი ნაბიჯების გადადგმისაკენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდა:

“მიუხედავად იმისა, ვიცი რომ რესურსები შეზღუდულია, ამ თვალსაზრით ყურადღების გამახვილება უმნიშვნელოვანესად მიმაჩნია. მივმართავ ადგილობრივ თვითმმათველობას, რათა ბაგა- ბაღების დაფინანსება, თუ გადაუდებელი დახმარება, მსგავსი პრობლემები ადგილობრივი ბიუჯეტების საქმეა”,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

თეგები: ბავშვთა სიღარიბეპარლამენტში გამოსვლაპრეზიდენტი