ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“სასამართლოსადმი უპატივცემულობაზე მეტყველებს ის, რაც მოხდა საყდრისში”- გიორგი მარგველაშვილი

31 მარტი, 2015 • ანა ჯიქია • 28

“სასამართლოსადმი უპატივცემულობაზე მეტყველებს ის, რაც მოხდა საყდრისში”- გიორგი მარგველაშვილი

პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში ყურადღება საყდრისსაც დაუთმო.

საქართველოს პრეზიდენტი პარლამეტში სიტყვით გამოსვლისას საყდრისის თემასაც შეეხო. მისი თქმით, საყდრისის შემთხვევა სასამართლოსადმი უპატივცემულობაზე მიუთითებს.
“სასამართლოსადმი პატივისცემა არა მხოლოდ სასამართლოს თავმჯდომარის და მოსამართლეთა ფუნქციაა, არამედ ეს ყველას გვევალება. ამის მაგალითად ვერ ჩაითვლება საყდრისის შემთხვევა და ის, რომ საყდრისის აფეთქება სასამართლოს გადაწყვეტილებამდე მოხდა. სასამართლოსადმი უპატივცემულობაზე მეტყველებს ის, რაც მოხდა საყდრისში”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

თეგები: მარგველაშვილიპარლამენტისაყდრისი