ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

როგორ აფასებს პრეზიდენტის გამოსვლას არასამთავრობო სექტორი?

31 მარტი, 2015 • გიგა გელხვიიძე • 28

როგორ აფასებს პრეზიდენტის გამოსვლას არასამთავრობო სექტორი?

ნინო ლომჯარიას განცხადებით, პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში მკაფიოდ ისაუბრა ადამიანის უფლებებზე, რას მისასალმებელია.

პრეზიდენტის პარლამენტში ყოველწლიური გამოსვლა არასამთვრობო სექტორმაც შეაფასა. ორგანიზაცია ,,სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელის ნინო ლომჯარიას განცხადებით, პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში მკაფიოდ ისაუბრა ადამიანის უფლებებზე, რას მისასალმებელია.

,,ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტის გამოსვლის ის ნაწილი, რომელიც ადამიანის უფლებათა მდგომარეობას უკავშირდება. კარგია, რომ შეეხო ქალთა უფლებებს და ზოგადად, ქალების მიმართ ძალადობის პრობლემას. ამავდროულად მისი მხრიდან გაბედული და სწორი ნაბიჯი იყო მაჟორიტარული სისტემის წინააღმდეგ ,,გალაშქრება” და იმის დაფიქსირება, რომ ის მხარს უჭერს არსებული სისტემის შეცვლას”, – განაცხადა ლომჯარიამ.

თეგები: ნინო ლომჯარიაპარლამენტიპრეზიდენტი