ქვეყნის პირველი მოქალაქის მიერ ,,ჯანმრთელად” შერაცხული ლარის კურსი დოლართან მიმართებაში ისევ გაუფასურდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ოფიციალური კურსის მიხედვით, ერთი დოლარის შეძენა 2.2437 ლარად იქნება შესაძლებელი. ეროვნული ვალუტა არა მხოლოდ დოლართან, არამედ ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. დღეს ერთი ევროს შეძენა 2.4156 ლარი ღირს. ლარის კურსის ასეთი ცვლილებით შეშფოთებულია მოსახლეობა. როგორც ისინი აცხადებენ, მათთვის გაუსაძლისი ხდება ცხოვრება, რადგანაც ლარის კურსის ასეთი ცვლილების გამო პროდუქტები და წამლები ძვირდება, რაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია მათი არსებობისთვის. ,,ძვირდება ყველაფერი, უპირველესად კი პროდუქტი და წამლები. რა ვქნათ? რით ვირჩინოთ თავი? ჩვენს უკან შვილები დგას. იმედს ვიტოვებ, რომ ხელისუფლება მონახავს გზას და გამოიყვანს ქვეყანას, ამ კრიზისიდან” – განაცხადა მოქალაქე ლელა ფრუიძემ.
ლარის კურსი ისევ გაუფასურდა?!
2 აპრილი, 2015 • გიგა გელხვიიძე • 20
როგორ აფასებს მოქალაქეები ეროვნული ბანკის ახალ დადგენილებას?
თეგები: ეროვნული ბანკი • ლარის კურსი • საქართველოს მთვარობა
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები