შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების დღეა

2 აპრილი, 2015 • ნესტან ჩაგელიშვილი • 27

2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების დღეა

აუტიზმი განვითარების შეფერხებაა, ის ნეიროგანვითარებითი დაავადებების ჯგუფს მიეკუთვნება.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით, ყოველი წლის 2 აპრილს აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე აღინიშნება, ამ დღეს საქართველო მეორე წელია უერთდება.

დღევანდელი დღის მიზანია, გაიზარდოს აუტიზმის შესახებ ქართული საზოგადოების ინფორმირებულობა და ხელი შეეწყოს გადაწყვეტილების მიმღებ დაინტერესებულ სახელისუფლებო ორგანოებს, შეასრულონ საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულება, უზრუნველყონ აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების რეალიზება. აუტიზმი განვითარების შეფერხებაა, ის ნეიროგანვითარებითი დაავადებების ჯგუფს მიეკუთვნება. აუტიზმით დაავადებულ ადამიანებს ხშირად შეუძლიათ კონკრეტულ სფეროში ძალზე დიდ წარმატებას მიაღწიონ. საზოგადოება კი ვალდებულია, იყოს ინფორმირებული ამ დაავადების შესახებ და არ მოახდინოს აუტისტთა დისკრედიტაცია.

თეგები: აუტიზმიმსოფლიო დღესაქართველო