ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

საქართველოში ხორბლის იმპორტიორებს დღგ-ის გადახდის ვადა გაუხანგრძლივდებათ

3 აპრილი, 2015 • ანი ლიპარიშვილი • 23

საქართველოში ხორბლის იმპორტიორებს დღგ-ის გადახდის ვადა გაუხანგრძლივდებათ

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ეკონომიკის საბჭოს სხდომაზე საგადასახდო კოდექსში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს.

საქართველოში ხორბლის იმპორტიორებს დღგ-ის გადახდის ვადა გაუხანგრძლივდებათ, ამის შესახებ დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ეკონომიკის საბჭოს სხდომაზე ისაუბრეს. სხდომა საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტის განხილვას დაეთმო. შეხვედრას პრემიერ მინისტრი უძღვებოდა.

მთავრობის კანცელარიის ინფორმაციით, კანონპროექტის თანახმად, ფიზიკური პირების მიერ ბინების გაქირავებით მიღებული შემოსავალი 20%-ის ნაცვლად 5%-ით დაიბეგრება; დაწესდება შეღავათები ავტოიმპორტიორებისთვის, რაც მათ გადასახადს საშუალოდ 1000 ლარით შეუმცირებს; ასევე, ორმაგი დაბეგვრის ხელშეკრულებები გაფორმდება – ომანთან, ლიბანთან, ლიხტენშტაინთან, კვიპროსსა და მაროკოსთან, რაც გაზრდის პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს. აღნიშნული პროექტი კი პარლამენტს განსახილველად უახლოეს მომავალში წარედგინება.

თეგები: მთავრობაპრემიერიხორბალი