შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისიდან სტამბულის მიმართულებით ფრენები დაიწყო

19 მაისი, 2015 • ანა ჯიქია • 25

ქუთაისიდან სტამბულის მიმართულებით ფრენები დაიწყო

რეგულარული ფრენები კვირაში სამჯერ შესრულდება.

ქუთაისიდან სტამბულის მიმართულებით ფრენები დაიწყო.
დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ქუთაისი- სტამბულის მიმართულებით პირველი რეისი უკვე განხორცილდა. რეგულარულ რეისებს ქუთაისიდან სტამბულის მიმართულებით დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Pegasus Airlines კვირაში სამჯერ შეასრულებს. ახალი რეისის პრეზენტაციას ქუთაისის მერი შოთა მურღულია, იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
Pegasus Airlines რიგით მეორე კომპანიაა ქუთაისში wiz air-ის შემდეგ, რომელიც მნიშვნელოვნად დაბალი ფასებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე.

თეგები: ავიარეისიქუთაისი-სტამბულიქუთაისის აეროპორტი