ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ხარაგაულში რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა

5 აპრილი, 2015 • ანუკა ლიპარიშვილი • 26

ხარაგაულში რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა

საბავშვო ბაღი იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ გახსნა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი ამოქმედდა, რომელიც იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა გახსნეს. აღნიშნული საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია 166 ათასი ლარით რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსდა. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება 80 ბავშვზეა გათვლილი და მასში 19 ადამიანია დასაქმებული. აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში, აღნიშნული მიმართულებით მუნიციპალიტეტმა მილიონნახევარ ლარზე მეტი დახარჯა.

2015 წელი იმერეთის რეგიონში საბავშვო ბაღების წლად გამოცხადდა, რეგიონში ათობით სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება და 23 ახალი ბაღი აშენდება.

თეგები: გივი ჭიჭინაძეგუბერნიასაბავშვო ბაღი