შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“შესაბამისი ორგანოებისაგან ველით ამ უმძიმესი დანაშაულის სწრაფ გამოძიებას”-გიორგი მარგველაშვილი

5 აპრილი, 2015 • ანი ლიპარიშვილი • 25

“შესაბამისი ორგანოებისაგან  ველით ამ უმძიმესი  დანაშაულის სწრაფ გამოძიებას”-გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი პოლიციის თანამშრომლის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პოლიციის თანამშრომლის, ბექა მარგიშვილის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ტრაგიკულად გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.
“შესაბამისი ორგანოებისგან ჩვენ ველით ამ უმძიმესი, ანტისახელმწიფოებრივი დანაშაულის სწრაფ გამოძიებას. დამნაშავემ კანონის მთელი სიმკაცრით უნდა აგოს პასუხი. პატივს მივაგებ ბექა მარგიშვილის ნათელ ხსოვნას და ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ მის ოჯახს, ახლობლებს, პოლიციის მთელ პირად შემადგენლობას”, – ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის სამძიმრის წერილში.

თეგები: გარდაცვლილი პოლიციელიგიორგი მარგველაშვილისამძიმარი