7 აპრილი ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა. თარიღთან დაკავშირებით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ორგანიზებით საქართველოს 3 ქალაქში მშვიდობიანი აცია გაიმართა. იურისტებმა მოქალაქეებს “საიას” საავტორო ბუკლეტები დაურიგეს, სადაც ჯანმრთელობის საკითხებზე მოქალაქეების უფლებებია განმარტებული. ,,უნდა აღინიშნოს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა უკეთესი და ხელმისაწვდომი გახდა, თუმცა ამ მხრივ ჯერ კიდევ არსებობს ხარვეზები, რაც დახვეწას საწიროებს. ხშირად მოქალაქეებმაც არ იციან ზუსტად, რა სერვისით სარგებლობა შეუძლიათ სახელმწიფოს დაფინანსებით. ჩვენ დავურიგეთ მოსახლეობას საინფორმაციო შინაარსის ბუკლეტები ამ მიმართულებით მათი უკეთ ინფორმირებისთვის”,- აღნიშნა საიას ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარემ გიორგი სანტურიანმა.
ჯანდაცვის მსოფლიო დღე აქციით აღინიშნა
7 აპრილი, 2015 • ეკა შალამბერიძე • 22
ახალგაზრდა იურისტებმა მოსახლეობას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დეტალები გააცნო.
თეგები: გიორგი სანტურიანი • საია • საყოველთაო ჯანდაცვა
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები