შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

მეუფე კალისტრატემ ხარების ტაძარში წირვა- ლოცვა აღავლინა

7 აპრილი, 2015 • ეკა შალამბერიძე • 37

მეუფე კალისტრატემ ხარების ტაძარში წირვა- ლოცვა აღავლინა

მეუფემ მრევლს ამ თარიღის მნიშვნელობაზე ესაუბრა და ყველა დედას ქრისტიანულ რწმენაში გაძლიერება უსურვა.

ხარების ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით ქუთათელ გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ ხარების ტაძარში წირვა- ლოცვა აღავლინა. სადღესასწაულო ქადაგებისას მეუფემ მრევლს ამ თარიღის მნიშვნელობაზე ესაუბრა და ყველა დედას ქრისტიანულ რწმენაში გაძლიერება უსურვა. “უნდა გვახსოვდეს, რომ ეს დღესასწაული არის მორწმუნე დედების დღესასწაული. ღვთისმშობელი მორწმუნე რომ იყო, ღმერთკაცი შვა. ისტორიამ ასეთი მრავალი დედა შემოგვინახა: ნინო, თამარი, ქეთევანი. ისინი მართლმადიდებელი რელიგიის ერთგულებით გახდნენ რჩეულები. თუ დედა მორწმუნეა, მას შეუძლია ამოღებული ხმალიც კი შეაჩეროს. ამიტომ ყველას გილოცავთ ამ დღესასწაულს და გისურებთ რწმენით აღგეზარდოთ მომავალი თაობა”,- ბრძანა მეუფე კალისტრატემ.

თეგები: დედამეუფე კალისტრატეხარება