აპრილი 8, 2015

ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი 60 წლის გახდა

ლეგენდარული ფეხბურთელი, ალექსანდრე ჩივაძე 60 წელისაა. ალექსანდრე ჩივაძე 1974-87 წლებში თბილისის “დინამოში” თამაშობდა. არის საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი, ჩატარებული აქვს 324 მატჩი (44 გოლი), ნათამაშები აქვს საბჭოთა კავშირის თასზე – 36 მატჩი (5 გოლი). ალექსანდრე ჩივაძე თამაშობდა ევროპის საკლუბო ტურნირებში – 40 მატჩი (6 გოლი). არის საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1978), სამგზის ბრინჯაოს პრიზიორი (1976 – გაზაფხული, 1976 – შემოდგომა, 1981); საბჭოთა კავშირის თასის ორგზის მფლობელი (1976, 1979); ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული (1981), საბჭოთა კავშირის ნაკრებში ჩაატარა 52 მატჩი (3 გოლი), 1982 და 1986 წლების მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მონაწილე, 1980-84 წლებში იყო საბჭოთა კავშირის ნაკრების კაპიტანი. 1980 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი. 1980 წელს დაასახელეს საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელად. ჩივაძე რვაჯერ დაასახელეს “33 საუკეთესოთა” შორის: შვიდჯერ – პირველ ნომრად, ერთხელ – მეორე ნომრად. 1993-97 და 2000-02 წლებში იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, 2012 წლიდან საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი ფიფას ორდენითაა დაჟილდოებული.