აპრილი 8, 2015

„წყალტუბომ“ გორის „დილა“ დაამარცხა

საკალთბურთო კლუბმა „წყალტუბო“ გორის „დილა“ დაამარცხა. შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. დღევანდელი თამაში საკალათბურთო ეროვნული ა ლიგის მე-5 ტურის ბოლო მატჩი იყო. „წყალტუბომ“ გორის „დილა“ 79:75 დაამარცა. შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ „წყალტუბოდან“ 25 ქულით ალექსანდრ რიხლიუკი დასახელდა. აქედან 13 მოხსნა, 2 პასი და 2 დაფარება. საკალათბურთო კლუბიდან „გორის დილა“ საუკეთესოდ ვლადიმერ ბეჟანიშვილი დასახელდა.

სატურნირო ცხრილი ასე გამოყურება: 1. წყალტუბო – 9 ქულა. 2. არენა 76 – 9 ქულა. 3.კაქტუსი – 8 ქულა. 4.სეუ ჰიუნდაი – 8 ქულა. 5.თსუ – 6 ქულა, 6. გორის დილა – 5 ქულა.

17 აპრილს საკალათბურთო კლუბი „წყალტუბო“ „სეუ ჰიუნდაის“ უმასპინძლებს.