ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

აღდგომას ქუთაისში მუნიციპალური ტრანსპორტი უფასო იქნება

10 აპრილი, 2015 • ნესტან ჩაგელიშვილი • 27

აღდგომას ქუთაისში მუნიციპალური ტრანსპორტი უფასო იქნება

უფასო ტრანსპორტი 9:00 სათიდან 13:00 საათამდე იმუშავებს.

ქუთაისში, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით 12 და 13 აპრილს საქალაქო ტრანსპორტით მგზავრობა უფასო იქნება.
ქალაქში არსებული სასაფლაოების მიმართულებით ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილებას მერიის მიერ გამოყოფილი მირკოავტობუსები და ავტობუსები უზრუნველყოფენ. სატრანსპორტო საშუალებებზე სპეციალური წარწერები განთავსდება, რომელიც სასაფლაოს მიმართულებებს განსაზღვრავს. ავტობუსები წითელი ხიდიდან იმოძრავებს.
უფასო ტრანსპორტი 9:00 სათიდან 13:00 საათამდე იმუშავებს.

თეგები: აღდგომატრანსპორტიქუთაისი