ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

აბულაძე პოლიციას თავისი სურვილით ჩაბარდა (ვიდეო)

10 აპრილი, 2015 • გიგა გელხვიიძე • 25

აბულაძე პოლიციას თავისი სურვილით ჩაბარდა (ვიდეო)

,,ისეთ წერტილში მოარტყეს, მეტი გზა არ ჰქონდა” – მიხეილ მამედოვი

შალვა აბულაძის მეგობრის, რამინ მამედოვის ძმის განცხადებით, აბულაძე პოლიციას თავისი ნებით ჩაბარდა. ,,ჩემი აზრით, იგი ჩაბარდებოდა იმიტომ, რომ ისეთ წერტილში მოარტყეს, მეტი გზა არ ჰქონდა. მის 4 ძმაკაცს ნარკოტიკი ჩაუდეს, მათ შორის ჩემს ძმას, ასევე, მის დეიდაშვილს. მისი ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით მეც ვყავდი წაყვანილი ანილიას ციხეში და მითხრეს, თუ არ ვიტყოდი, სამუდამო პატიმრობა მემუქრებოდა“, – აღნიშნავს მამედოვი

იგივეს აცხადებს ბორჯოპმის საკრებულოს წევრი დავით როკეტიშვილი, მისი თქმით აბულაძე პოლიციას თვითონ ჩაბარდა. როკეტიშვილის პოლიციის მხრიდან ალობლებზე ზეწოლაზე საუბრობს.

თეგები: პოლიციაშალვა აბულაძეშსს