ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

,,ქართულ ოცნებაში” აქტივისტთა ზრდა ფიქსირდება

10 აპრილი, 2015 • გიგა გელხვიიძე • 27

,,ქართულ ოცნებაში” აქტივისტთა ზრდა ფიქსირდება

,,ჩვენ არასოდეს შეგვიწყვიტავს მუშაობა” – მანანა მიქაძე.

,,ქართული ოცნების“ ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, მანანა მიქაძის განცხადებით, ქუთაისის ოფისი, მიუხედავად იმისა, რომ არასაარჩევნო პერიოდია, სრული დატვირთვით მუშაობს.

,,ჩვენ არასოდეს შეგვიწყვიტავს მუშაობა, ამ მხრივ შეფერხება არ გვქონია. პირიქით, დღეს გაცილებით უფრო მეტნი ვართ რაოდენობრივად. 3400 კაცით დავასრულეთ 2012 წლის არჩევნები, დღეს კი უკვე 23 000-ს მივუახლოვდით“, – განაცხადა მიქაძემ.

“ქართული ოცნების“ ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, უახლოეს მომავალში რეგიონში პარტიის ლიდერებს ელოდებიან, თუმცა კონკრეტული თარიღები ამ დროისათვის უცნობია.

თეგები: პარტიული აქტივისტებირეგიონებიქართული ოცნება