საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 78 მსჯავრდებული შეიწყალა.
მათგან 57 მსჯავრდებული დღესვე დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას. 21 მსჯავრდებულის სასჯელი კი სხვადასხვა ოდენობით შემცირდება – ზოგს გაუნახევრდება, ზოგს კი სასჯელის ერთი მესამედი მოაკლდება. ამის შესახებ შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ქორიძის თქმით, შეწყალების კომისიამ სულ 460 საქმე განიხილა.
პრეზიდენტის დღევანდელი აქტით შეწყალებულთა შორის ქალი და არასრულწლოვანი მსჯავრდებულები, ასევე უვადო პატიმრობამისჯილი პირები არ არიან.
სააღდგომოდ პრეზიდენტმა 78 მსჯავრდებული შეიწყალა
14 აპრილი, 2015 • ნესტან ჩაგელიშვილი • 25
შეწყალებულთა შორის ქალი და არასრულწლოვანი მსჯავრდებულები, ასევე უვადო პატიმრობამისჯილი პირები არ არიან.
თეგები: მსჯავრდებული • პრეზიდენტი • საქართველო
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები