შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ენის დღესთან დაკავშირებით სტუდენტებმა მსვლელობა მოაწყვეს

14 აპრილი, 2015 • ანი ლიპარიშვილი • 22

ენის დღესთან დაკავშირებით სტუდენტებმა მსვლელობა მოაწყვეს

ახალგაზრდები ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში მისალოც ბარათებს არიგებდნენ.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა მსვლელობა საქართველოს სახელმწიფო ენის დღესთან დაკავშირებით მოაწყვეს. ისინი ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში მისალოც ბარათებს არიგებდნენ. ახალგაზრდებმა ბარათები ქალაქის თვითმმართველობის წევრებსაც გადასცეს. “ტრადიციად გვაქვს, რომ ყოველწლიურად 14 აპრილს რამდენიმე სტუდენტი ვარიგებთ მისალოც ბარათებს და საზოგადოებას დღევანდელი დღის მნიშვნელობას ვახსენებთ. ეს დღე არის საქართველოს ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ვცდილობთ, რომ ენის სიწმინდე დავიცვათ და შევინარჩუნოთ. მსვლელობის მთავარი მიზანია, მეტი ყურადღება დაეთმოს ქართული ენის დაცვას, თუნდაც სალიტერატურო ენის ნორმებთან დაკავშირებით”, -განაცხადა სტუდენტმა ლია თეგეტაშვილმა. აღნიშნულ მსვლელობას აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმართველობა აფინანსებს.

თეგები: აკაკი წერეთლიენაუნივერსიტეტი