შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

საგაზაფხულო სამუშაოებისთვის იმერეთს 56 ერთეული ტექნიკა დაემატება

14 აპრილი, 2015 • ნესტან ჩაგელიშვილი • 22

საგაზაფხულო სამუშაოებისთვის იმერეთს 56 ერთეული ტექნიკა დაემატება

შპს „მექანიზატორი“ ტექნიკას იმერეთსა და სამეგრელოში დღეიდან შეიყვანს.

მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ხვნა-თესვის სამუშაოების განსახორციელებლად დასავლეთ საქართველოს დამატებით 83 ერთეული ტექნიკა გადაეცემა. შპს „მექანიზატორი“ ტექნიკას იმერეთსა და სამეგრელოში დღეიდან შეიყვანს.

იმერეთში 56 ტრაქტორი შევა. სამტრედია, გომი (6), ნაბაკევი (5), ვანი (5), ზეინდარი (5), წყალტუბო, მაღლაკი (8), ფარცხანაყანები (9), ხონი, დედალაური (8), ჭიათურა (5), კაცხი, ტყიბული, ხრესილი (5).

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციითთ, „მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ხვნის სამუშაოები აგროვადების დაცვით მიმდინარეობს. პროგრამის ბენეფიციარი წელს 800 ათასი მცირე ფერმერია და 14 აპრილის მდგომარეობით, 39 000 ჰა მიწის ფართობია დამუშავებული.

თეგები: საგაზაფხულო სამუშაოებიტრაქტორიფერმერი