ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

საზღვარზე მიგრანტის უკანონო გადაყვანის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

16 აპრილი, 2015 • ანა ჯიქია • 127

საზღვარზე მიგრანტის უკანონო გადაყვანის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ორი პირი სამართალდამცავებმა მიკროავტობუსის სამალავში აღმოაჩინეს.

საზღვარზე მიგრანტის უკანონო გადაყვანის ბრალდებით სამი პირი დააკავეს. საქართველოს შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში 1983 წელს დაბადებული, საქართველოს მოქალაქე გიორგი ც. 1983 წელს დაბადებული, საქართველოს მოქალაქე ნაირა ა. და 1987 წელს დაბადებული, უზბეკეთის მოქალაქე ფერუზა კ. დააკავეს.

გამოძებამ დაადგინა, რომ გიორგი ც-ს თავის მფლობელობაში არსებული ფორდ-ტრანზიტის მარკის მიკროავტობუსის სახურავში მოწყობილი ჰქონდა სპეციალური სამალავი, რომლის საშუალებითაც მოქალაქეების საზღვარზე უკანონოდ გადაყვანას ცდილობდა. სამართალდამცველებმა მიკროავტობუსის დათვალიერებისას აღმოჩინეს ფარული სამალავი, მასში დამალული ნაირა ა. და ფერუზა კ. ისინი ფარულად, უკანონოდ ცდილობდნენ თურქეთის ტერიტორიაზე გადასვლას.

გამოძიება გიორგი ც-ს მიმართ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონო გადაყვანის, ხოლო ნაირა ა. და ფერუზა კ-ს მიმართ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობის ფაქტებზე მიმდინარეობს.

თეგები: დაკავებასარფიშსს