ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში “ნაციონალები” და “პატრიოტები” ერთიანდებიან?

13 იანვარი, 2014 • ანა ჯანაშია • 21

ქუთაისში “ნაციონალები” და “პატრიოტები” ერთიანდებიან?

“ასე გაძლიერდებიან და თვითმმართველობაში თავის ჭკუაზე უფრო მეტის კეთებას შეეცდებიან,”- ამბობს newpress-ის წყარო.

როგორც newpress.ge – სთვის ცნობილი ხდება, ქუთაისში პარტიები – “პატრიოტთა ალიანსი” და “ნაციონალური მოძრაობა” გაერთიანებას გეგმავს.
წყაროს ინფორმაციით, პარტიების გაერთიანების მიზანი მათი გაძლიერება და “ქართული ოცნების” დასუსტებაა.
ვიცით, რომ “ნაციონალები” და “პატრიოტები” გაერთიანებას აპირებენ. ორივე პარტია დასუსტებულია და ასე უფრო გაძლიერდებიან და ერთიანი ძალებით შეუტევენ ოცნებას და ადგილობრივ თვითმმართველობაში თავის ჭკუაზე უფრო მეტის კეთებას შეეცდებიან. როგორც ვიცი, ამის შესახებ მალე ოფიციალურადაც განაცხადებენ,” – ამბობს newpress-ის წყარო.

აღნიშნული მასალა ეკუთვნის newpress.ge-ის რუბრიკა – Chat News, რუბრიკაში ხვდება ინფორმაციები, რომლებიც მოწოდებულია მოსახლეობისა და newpress.ge-ის მკითხველის მიერ და ის არ გამოხატავს საინფორმაციო სააგენტო newpress.ge-ს ოფიციალურ პოზიციას.

თეგები: Chat Newsნაციონალებიოცნებაპატრიოტები