შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

კიევში უკრაინელი ჟურნალისტი ოლეს ბუზინა მოკლეს

16 აპრილი, 2015 • ნიუპრესი • 23

კიევში უკრაინელი ჟურნალისტი ოლეს ბუზინა მოკლეს

მკვლელობა შევჩენკოვსკის რაიონში ჟურნალისტის სახლთან ახლოს მოხდა.

კიევში ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი ოლეს ბუზინა მოკლეს. “უნიანის” ცნობით, პოლიციამ მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია უკვე დაადასტურა. თავდამსხმელის ვინაობა უცნობია.
გავრცელებული ცნობით, მკვლელობა ადგილობრივი დროით დაახლოებით 13:20 საათზე შევჩენკოვსკის რაიონში ჟურნალისტის სახლთან ახლოს მოხდა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ორი უცნობი მამაკაცი ავტომობილით მიუახლოვდა ჟურნალისტს, ერთ-ერთმა კი მას ცეცხლსასროლი იარაღით ესროლა.
ამ დროისათვის ადგილზე საგამოძიებო ჯგუფი მუშაობს. ოლეს ბუზინა მოქმედ მთავრობასა და პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ხშირად აკრიტიკებდა.
ipn.ge

თეგები: კიევიოლეს ბუზინაჟურნალისტის მკვლელობა