ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ბათუმს, პარლამენტი- ქუთაისს”

17 აპრილი, 2015 • ანა ჯიქია • 18

“ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ბათუმს, პარლამენტი- ქუთაისს”

“ევროპა ჩვენი სახლია”-ს დამფუძნებელმა ბრიფინგი გამართა.

ორგანიზაციის „ევროპა ჩვენი სახლია“ დამფუძნებელმა გია გოქაძემ ბრიფინგი გამართა, სადაც ტექნოლოგიური უნივერსიტეტისა და პარლამენტის ადგილმდებარეობის საკითხზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გახნაზე მნიშვნელოვანი ქუთაისში პარლამენტის ფუნქციონირების შენარჩუნებაა.

„ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გახსნის წინააღმდეგები არ ვართ, მაგრამ ეს არის ბათუმის საკუთრება. ჩვენ გვაქვს მეორე თემა, პარლამენტის ადგილი არის ქუთაისში, ეს კონსტიტიუციურადაა განსაზღვრული. ჩვენ შეგვიძლია ორი მიმართულებით წამოვიწყოთ აქცია, დავუბრუნოთ ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ბათუმს და პარლამენტი – ქუთაისს. ადგილობრივ თვითმმართველობაში იმის ნაცვლად, რომ ფიქრობდნენ როგორი მანქანა უყიდონ საკრებულს თვმჯდომარეს, ჯობია იმაზე იფიქრონ, როგორ დაუბრუნონ ფუქნციონირება ქუთაისში პარლამენტს“,- განაცხადა გია გოქაძემ.

თეგები: გია გოქაძეპარლამენტიუნივერსიტეტი