საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში ასირიელი ქრისტიანებისთვის თავშესაფრების გადაცემის საკითხზე შეხვედრას ასირიელთა ეროვნული კონგრესის პრეზიდენტთან მართავს. გელა დუმბაძის თქმით, არსებობს კონკრეტული გეგმა, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, საქართველოში ბავშვების ჩამოიყვანონ და ბანაკებში დაასვენონ. საკითხზე ინიციატივას პრემიერ მინისტრი, სავარაუდოდ, მთავრობის უახლოეს სხდომაზე დააყენებს. ამის შესახებ განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრმა გააკეთა. “ამაზე, ალბათ პრემიერ მინისტრი მიღებს გადაწყევეტილებას, სხდომაზე მიიღებენ გადაწყევტილებას და იქ გეცნობებათ, ეს მარტო ჩემი გადასაწყევტი არაა”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
ჩამოიყვანენ თუ არა ასირიელ ბავშვებს საქართველოში?
16 აპრილი, 2015 • ანა ჯიქია • 19
ინიციატივას პრემიერ მინისტრი, სავარუდოდ, მთავრობის სხდომაზე დააყენებს.
თეგები: ასირიელები • მთავრობა • პრემიერი
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები