ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

მერის სტიპენდიას 19 ახალგაზრდა მიიღებს

17 აპრილი, 2015 • ანა ჯიქია • 21

მერის სტიპენდიას 19 ახალგაზრდა მიიღებს

ამ პროექტისათვის 15 000 ლარი დაიხარჯება.

მერის სტიპენდიის მფლობელი 19 ახალგაზრდა გახდა. აქედან 9 სხვადასხვა სკოლის მოსწავლე, ხოლო 10 წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტია. კონკურსი სამ ეტაპად, ჰუმანიტარული მეცნიერებების, ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია, უცხო ენების მიმართულებით ჩატარდა. კონკურსზე სულ 301 მონაწილე დარეგისტრირდა. გამარჯვებულად ჩაითვალა კონკურსანტი, რომელიც შესაბამისი საგნის რეიტინგული სიის პირველ სამეულში მოხვდა. გამარჯვებულებმა მეორე ტურში მაქსიმალური ქულის არანაკლებ 80 პროცენტი დაიმსახურეს.

მერი დღეს გამარჯვებულებს შეხვდა, მიულოცა და საჩუქრები გადასცა. “განხორციელდა მნიშვნელოვანი პროგრამა. აუცილებელია განათლების ხელშეწყობა, ამაზეა დამოკიდებული მომავალი ეკონომიკური წინსვლაც. ამ ეტაპზე ჰუმანიტარული მეცნიერებები ავიღეთ კონკურსისთვის, მაგრამ ვფიქრობთ, ტექნიკურ მიმართულებით წელსვე ჩავატაროთ კონკურსი, თუ არა”,- განაცხადა შოთა მურღულიამ. “მნიშვნელოვანია, რომ ჩატარდა კონკურსი და სტუდენტებს და სკოლის მოსწავლეებს მოგვეცა შესაძლებლობა გამოგვევლინა ჩვენი შესაძლებლობები. მიხარია, რომ გამარჯვებულებს შორის აღმოვჩნდი. წარმატებებს ვუსურვებ ყველას, ვისაც მომავალში მოუწევს პროექტში ჩართვა”, – განაცხადა კონკურსის გამარჯვებულმა, წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტმა ნინო გოდერიძემ. მერის განცხადებით, პროექტისთვის გათვალისწინებული იყო 10 ათასი ლარი, მაგრამ უახლოეს საკრებულოს სხდომაზე ბიუჯეტში შევა ცვლილება პროექტის თანხის 15 ათას ლარამდე გაზრდის შესახებ.

თეგები: სტიპენდიასტუდენტებიქუთაისის მერია