ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

დეპუტატებმა პარლამენტში სხდომა ჩაშალეს

17 აპრილი, 2015 • ეკა შალამბერიძე • 24

დეპუტატებმა პარლამენტში სხდომა ჩაშალეს

დარბაზში ყოფნის მიუხედავად, „ნაციონალმა“ დეპუტატებმა კენჭისყრა არ გაიარეს.

პარლამენტში დღეს განსახილველ საკითხებზე მსჯელობა მინიმუმ კიდევ ორი კვირით გადაიდო. დეპუტატების მრავალრიცხოვნების მიუხედავად, კენჭისყრის დროს ტაბლოზე პირველ ჯერზე 67, მეორედ 70, ხოლო მესამედ 68 დეპუტატის ყოფნა დაფიქსირდა. რეგლამენტის თანახმად, სხდომის ჩატარებისთვის 76 დეპუტატის რეგისტრაციაა საჭირო. დარბაზში ყოფნის მიუხედავად, „ნაციონალმა“ დეპუტატებმა კენჭისყრა არ გაიარეს, რისი მიზეზიც საგანგებო ბრიფინგზე ახსნეს. ,, ეს იყო ჩვენი ადექვატური რეაქცია უკანონო და ბიძინა ივანიშვილის პირად პატიმრობაში მყოფი სპერაზმელის, კახა ნაკანის გამო. ხელისუფლება მსგავსი ფაქტების მიმართ შერჩევითი სამართლის წარმოებას კვლავინდებურად აქტიურ რეჟიმში განაგრძობს, უსუფაშვილს კი ბიძინა ივანიშვილის ხსენებაზე აჟრჟოლებს და როგორც კი ეს საკითხი ვახსენეთ, მიკროფონი გამორთო. ჩვენ ვაპირებდით მესამე ჯერზე რეგისტრაცია გაგვევლო, თუ განცხადების გაკეთების შესაძლებლობას მოგვცემდნენ, თუმცა ამის საშუალება არ მოგვეცა“,- განმარტა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ.

“ნაციონალების” პროტესტი ხელისუფლებამ საბოტაჟის მოწყობის მცდელობით ახსნა.

თეგები: ბოიკოტინაციონალიპარლამენტი